Bio Smoking
Friday, July 19, 2013
Sunday, July 14, 2013
ბიო მოსაწევი
ინფორმაცია
ბიო მოსაწევი
აღწერა
დიდი ხანია,რაც ბიო მოსაწევი საზოგადოების განხილვის საგნად იქცა. ბევრი საუბრობს მასზე, თუმცა თუ რა შემცვლელობა აქვა ბიო მოსაწევს ჯერ არავინ იცის. ბიო მოსაწევი განსაკუთრებით პოპულარულია ზამთარში, ხოლო ზაფხულში კი, როდესაც მოხმარებაში შემოდის ანაშა,ე.წ ''პლანი'', ბიო მოსაწევი გვერდზე ინაცვლებს. გიორგი 27 წლის: ''ბიოს ზამთარში ვეწევით, როცა პლანი არ იშოვება, რა თქმა უნდა, ისეთი შეგრძნება არ გაქვს, როგორიც პლანის შემდეგ, მაგრამ მაინც მაგრად მოაქვს და ღირს მოწევა,მაგრამ როცა პლანი გვაქვს ბიოს არ ვეკარებით.''
აღნიშნული გვერდის მიზანი არის საზოგადოების, მათ შორის ახალგზარდა თაობის გაცნობიერება იმაში, თუ რას ნიშნავს ბიო მოსაწევი. ვინაიდან, ბიო მოსაწევი ჯერ საქართველოში სრულად შესწავლილი არ არის, ჩვენ შევეცდებით ალტერნატიულ გზას მივმართოთ და შემოგთავაზოთ ინფორმაცია, იმ მხარეებიდან რომლებიც სხვადასხვაგვარად უდგებიან აღნიშნულ საკითხს. ვიმედოვნებთ რომ კვლვები კომპეტენტური ორგანიზაციებიდან და პუბლიკაციები საზღვარგარეთული მედია საშუალებებიდან დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება.
ჩვენს გვერდზე პერიოდულად დაიდება გამოკითხვები, რომლემიც შესაძლებლობას მოგცემთ გააქტიურდეთ და გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები ამ საკითხთან დაკავშირებით.
საზოგადოების ჩართულობა ამ საკითხში უაღრესად მნიშვნელოვანია.მოიწვიეთ თქვენი მეგობრები და ახლობლები.
ვიმედოვნებთ რომ აღნიშნული გვერდი დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება, მოსწიოთ ე.წ ბიო მოსაწევი თუ არა.
Subscribe to:
Comments (Atom)
